ავტო სესხი



ავტოკრედიტი წარმოადგენს სამომხმარებლო დაკრედიტების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ სახეს.  ესაა მიზნობრივი სესხი, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს შეიძინოს მისთვის სასურველი როგორც ახალი, ასევე მეორადი  ავტომობილი.

 

ქართულ საფინანსო ბაზარზე არსებული თითქმის ყველა მსხვილი ბანკი გასცემს ასეთი ტიპის სესხებს სხვადასხვა შემოსავლების და სოციალური მდგომარეობის მქონე კლიენტებზე. 

ძირითადი მოთხოვნები ავტო–სესხის მისაღებად არის:

 – პოტენციური კლიენტის სრულწლოვანება;

 – მინიმალური შემოსავლის არსებობა;

 – კარგი საკრედიტო ისტორია;

 – თანამონაწილეობა;

 

წლიური % ავტო სესხზე, მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის მოცულობა და კლიენტის თანამონაწილეობა სასურველი ავტომობილის შესაძენად, განისაზღვრება ინდივიდუალურად კონკრეტული ბანკის მიერ – შესაძენი ავტომობილის ღირებულების, კლიენტის შემოსავლების საერთო ოდენობისა და მისი ბანკთან ურთიერთბის გამოცდილების გათვალისწინებით.

 

ავტო–კრედიტის უზრუნველყოფას როგორც წესი შეძენილი ავტომობილი წარმოადგენს და სესხის სრულ დაფარვამდე მასზე ბანკის გირავნობა რჩება.

 

ავტო–კრედიტით სარგებლობის ვადა 1–დან 5 წლამდე მერყეობს. სესხით სარგებლობის პერიოდში ავტომობილი სავალდებულო წესით იზღვევა, დაზღვევის თანხის ოდენობა კი ავტომობილის ღირებულების პირდაპირპროპორციულია.

 

ვრცელ ინფორმაციას ავტო–სესხების თაობაზე გაეცანით ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიებში, ასევე გირჩევთ სესხის კალკულატორის გამოყენებას.

ავტოსესხის  მისაღებად საჭიროა გქონდეთ კარგი საკრედიტო ისტორია და შემოსავალი, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მიმდინარე საკრედიტო მდგომარეობა.

 

საკრედიტო ისტორია

პირველ რიგში, კრედიტ–ოფიცერი დააკვირდება თქვენ საკრედიტო ისტორიას, რომელიც ინფორმაციის  კარგ  წყაროს წარმოადგენს და ამავდროულად განსაზღვრავს თქვენ საკრედიტო რეიტინგს –  რაც უფრო მაღალია საკრედიტო რეიტინგის ციფრი, მით უფრო კარგი საკრედიტო ისტორია გაქვთ. კრედიტ–ოფიცრების უმეტესობაპირველ რიგში, სწორედ ამ ციფრს უყურებს  და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის უშუალოდ საკრედიტო ისტორიის შესწავლაზე. საკრედიტო რეიტინგზე  მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გადახდების ისტორია, აღებული სესხის ოდენობადა სხვა. თუ თქვენ ყოველთვის თავის დროზე აკეთებთ არსებულ სესხებზე  ყოველთვიურ შენატანებს, არასდროს  დაგირღვევიათ სესხის პირობები და თქვენი ჯამური ვალი დიდი არაა – ლოგიკურია, რომ კარგი საკრედიტო რეიტინგი გექნებათ, რაც  კრედიტ–ოფიცერს დაარწმუნებსთქვენთვის სესხის დამტკიცების მიზანშეწონილობაში.

 

შემოსავლის ოდენობა

თქვენი შემოსავლების ოდენობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კრედიტ–ოფიცრისთვის სესხის დამტკიცების მომენტში. ჩვეულებრივ, ითხოვენ თქვენი და თანამსესხებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ზოგ შემთხვევაში ოჯახის წევრების შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მართლაც შეგიძლიათ აღებული სესხის დაფარვა.

 

მიმდინარე საკრედიტო მდგომარეობა

ახალი სესხის დამტკიცებისას, თქვენი მიმდინარე საკრედიტო მდგომარეობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს. კრედიტ–ოფიცერი  განიხილავს თქვენ ჯამურ ვალს, შეამოწმებს თითოეულის სტატუსს და განსაზღვრავს, შეგიძლიათ თუ არა თქვენი ჯამური ვალის ოდენობის მიუხედავად დააკმაყოფილოთ  ავტო სესხის დამტკიცებისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

იმის დასადგენად თუ რამდენად სანდო მევალე ხართ,თქვენი სესხის თანხასშეუფარდებენ შემოსავალს და გამოითვლიანვალდებულებების შემოსავალთან შეფარდების კოეფიციენტს(Debt-to-income ratio), რაც კრედიტ–ოფიცერს საშუალებას მიცემს შეადაროს თქვენი საერთო ფინანსური მდგომარეობა სესხის დამტიკებისთვის აუცილებელმოთხოვნებს. 

ავტოსესხის ხანგრძლივობა დიდ გავლენას ახდენს სესხის ისეთ პირობებზე, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური შენატანები, სესხის მოქნილობა და ა.შ. 


ხანგრძლივობა და საპროცენტო განაკვეთი

როგორც წესი, მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია. გარდა ამისა, როდესაც სესხს სწრაფად ფარავთ, უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება და სესხის გადახდას ვეღარ შეძლებთ. ასევე ნაკლებად მოსალოდნელია,  რომ ინფლაცია დიდ გავლენას მოახდენს საპროცენტო განაკვეთზე.

ამიტომ, თუ გინდათ სესხი ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში  აიღოთ  უმჯობესია ხანგრძლივობის ვადად 6–დან 24თვე – მდე აირჩიოთ.


ხანგრძლივობა და ყოველთვიური შენატანები

სანამ მოკლევადიან ავტო სესხზე დათანხმდებით, ასევე უნდა განსაზღვროთ შეგიძლიათ თუ არა მისი აღება და შემდეგ დროული დაფარვა. მოკლევადიანი ავტო სესხის შემთხვევაში, გიწევთ მაღალი ყოველთვიური შენატანების გადახდა. ეს შეიძლება დაბალშემოსავლიანი პირებისთვის საკმაოდ პრობლემური იყოს.

 

ერთ–ერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად არის ავტო–სესხზე პირველადი შენატანისთვის, ანუ თქვენი თანამონაწილეობის თანხისთვის ფულის დაზოგვა. ეს  დაგეხმარებათ პირველადი შენატანის გადახდის შემდგომ, სწრაფად დაფაროთ სესხი ძალიან დიდი ყოველთვიური შენატანების გარეშე.

 

ხანგრძლივობა და სესხის მოქნილობა

ავტო სესხს ხშირად საკმაოდ მკაცრი პირობები ახლავს თან. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სესხის ვადაზე ადრე დაფარვას  რეფინანსირებას  ჯარიმების გადახდის გარეშე.

 

მაგალითად, შემოსავალის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება გადაწყვიტოთ უფრო დიდი შენატანების განხორციელება და ამით სესხის მალე გადაფარვა. თუმცა გაითვალისწინეთ, ბანკი სანაცვლოდ მოითხოვს საკრედიტო ხელშეკრულებაში სესხის დაფარვის გრაფიკის ცვლილების საკომისიოს ან რეფინანსირების ჯარიმას.

 

მოკლედ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მოკლევადიანი სესხი გაცილებით კომფორტულია თქვენთვის როგორც ფინანსური, ასევე პროცედურული თვალსაზრისით. თუმცა, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მოკლევადიანი სესხის შენატანების დროულ დაფარვას შეძლებთ, ან თუ ბანკი თქვენთვის მოკლევადიანი სესხის დამტკიცებისგან თავს იკავებს – სესხის გაპრობლემებას და პრობლემური კლიენტების შავ სიაში მოხვედრას, ისევ  გრძელვადიანი სესხის აღება ჯობს – შედარებით დაბალი ყოველთიური შენატანებით.

 

მართალია ასეთ სესხით ნაყიდი ავტომობილი, მოკლევადიანი სესხისგან განსხვავებით, უფრო ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ სამაგიეროდ არ გაიფუჭებთ საკრედიტო ისტორიას. ან ბოლო–ბოლო, შემოსავლების ზრდის შემთხვევაში წინსაწარ დაფარავთ თქვენ ავტო–სესხს და ამაში გაცილებით ნაკლებს გადაიხდით, ვიდრე ჯამში მოგიწევდათ – სესხის გრძელვადიანი გრაფიკით გადახდის შემთხვევაში.

 

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4513
1EUR = 2.6484
1GBP = 3.0609
100RUB = 4.2821
1TRY = 0.6771
10CNY = 3.5598

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი