საკრედიტო ბარათები



საკრედიტო ბარათი წარმოადგენს ბანკის მიერ გამოშვებულ პლასტიკურ ბარათს, რომელზეც ხდება თქვენთვის დამტკიცებული სესხის თანხის დარიცხვა.

 

ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ან მომსახურება ბანკის მიერ დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში. ბარათზე საკრედიტო ლიმიტის მოცულობა დამოკიდებულია თქვენს ყოველთვიურ შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

 

საქართველოს საბანკო ბაზარი საკრედიტო ბარათების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. ბანკების მოთხოვნები საკრედიტო ბარათების პოტენციური მფლობელების მიმართ მინიმალურიდან იწყება და აკმაყოფილებს ნებისმიერი სოციალური სტატუსის და იმიჯის მქონე კლიენტის მოთხოვნებს.

 

საკრედიტო ბარათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან წლიური საპროცენტო განაკვეთით, დიზაინით, მიზნობრიობით, სტატუსით, საკრედიტო ლიმიტით და მოთხოვნებით მისი მფლობელების მიმართ.

 

საკრედიტო ბარათების ძირითადი უპირატესობებია:

 – სესხზე საშეღავათო პერიოდის არსებობა, რომელიც მერყეობს 25–დან  55 დღემდე

 – სესხის დაფარვის შესაძლებლობა ყოველთვიური მინიმალური შენატანებით

 – სესხის ათვლა არა საკრედიტო ბარათის შეძენის, არამედ თანხის გამოყენების დღიდან

 – თქვენთვის გამოყოფილ ფულად სახსრებზე წვდომა ნებისმიერ დროსა და ადგილას.

 

საკრედიტო ბარათებით სარგებლობა რეკომენდირებულია უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით რადგან, როგორც წესი თანხის განაღდების საკომისიო საკრედიტო ბარათებს აქვთ ძალიან მაღალი და მისი მოხმარების ღირებულებას ხშირ შემთხვევებში ზრდის წლიურ 50%-მდე.

 

ვრცელ ინფორმაციას საკრედიტო ბარათების თაობაზე გაეცანით ჩვენს საიტზე განთავსებულ სტატიებში.

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.3987
1EUR = 2.7938
1GBP = 3.1267
100RUB = 4.0042
1TRY = 0.6746
10CNY = 3.5541

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი

რა არის Finbook ავტოლომბარდი