სტუდენტური სესხი


სტუდენტური სესხი  სამომხმარებლო სესხის ნაირსახეობაა, რომლის მიზნობრიობასაც მსესხებლის სწავლის დაფინანსება წარმოადგენს.


საქართველოს საბანკო ბაზარზე სტუდენტური სესხები 2006 წლიდან გაიცემა და სესხის მიზნობრივი დანიშნულება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ღირებულების დაფინანსებაა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.


დღეისთვის, სტუდენტურ სესხებს გასცემენ „საქართველოს ბანკი“, „TBC“, „VTB ბანკი“, „ბაზისბანკი“ და „ბანკი რესპუბლიკა“.


სტუდენტური სესხის შემთხვევაში მსესხებლი შეიძლება იყოს როგორც თავად სტუდენტი, ასევე მისი თანამსესხებელი – თავდები, რომელსაც აქვს სტაბილური და ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავალი.


ყოველ კონკრეტულ შემთხვევში საპროცენტო განაკვეთის სიდიდე,  სესხის მოცულობა, სესხის და საშეღავათო პერიოდის ვადა დამოკიდებულია:

 – მიმდინარე სამსახურში მსესხებლის (ან თავდები პირის) მუშაობის სტაჟსა და შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე

 – მსესხებლის (ან თავდები პირის) დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალზე

 – ოჯახის დანარჩენ წევრთა შემოსავალზე (რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული)

 – იმ ორგანიზაციის რეიტინგსა და საიმედოობაზე, რომელშიც მუშაობს მსესხებელი

 – იმ უმაღლესი სასწავლებლის რეიტინგზე, სადაც სწავლობს მსესხებელი.  


სესხების მოცულობა, ვადები, საპროცენტო განაკვეთები,  სესხის მიღების და დაფარვის პირობები სხვადასხვა დამფინანსებელთან სხვადასხვაა. თუმცა ასეთი სესხის მთავარი მახასიათებელია დიდი საშეღავათო პერიოდის არსებობაა, რომლის დროსაც მსესხებელი მხოლოდ სესხის %–ს იხდის, ხოლო სწავლის დასრულების და სამსახურის შოვნის შემდეგ იწყებს ძირი თანხის გადახდას.


ეს მახასიათებელი ძალიან მოსახერხებელია როგორც სტუდენტისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლისთვის და ხელს უწყობს სწავლის პორცესის უწყვეტობას.

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4513
1EUR = 2.6484
1GBP = 3.0609
100RUB = 4.2821
1TRY = 0.6771
10CNY = 3.5598

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი