სალომბარდე სესხი


სალომბარდე კრედიტი დამფინანსებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის ყველაზე ძველი ფორმაა, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლასიკური გაგებით ესაა მოკლევადიანი და სწრაფი სესხი, რომლის ვადები ძირითადად 1–დან 12 თვემდე მერყეობს.


სალომბარდე კრედიტი არის სესხი ფიქსირებულ თანხაზე, რომელსაც დამფინანსებელი (ბანკი, ფინანსური ინსტიტუცია, კერძო დამფინანსებელი) აძლევს მსესხებელს გარკვეული ვადით და გარკვეული ქონების ან საკუთრების უფლების (ნივთები, ამა თუ იმ საქონლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.) გარანტიით.


სალომბარდე კრედიტის აღების დროს, გარდა საკრედიტო ხელშეკრულებისა, რომელშიც მითითებულია საპროცენტო განაკვეთი, სესხის მოცულობა, დაფარვის ვადები და პირობები – ფორმდება ხელშეკრულება ამა თუ იმ ნივთის ან ფასიანი ქაღალდის კრედიტის უზრუნველყოფის სახით სესხის ვადის ამოწურვამდე მსესხებლის დროებით მფლობელობაში გადასვლის თაობაზე.


სალომბარდე კრედიტის დაფარვა შესაძლებელია როგორც მთლიანად, ასევე ნაწილ–ნაწილ და ეს პირობები მთლიანადაა დამოკიდებულია დამფინანსებლის სურვილზე.


რით განსხვავდება სალომბარდე კრედიტი ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან:

სალომბარდე კრედიტის პირველი მახასიათებელი სესხის სწრაფი გაფორმება და მოკლევადიანობაა – სესხის ვადის გაგრძელება რათქმაუნდა შესაძლებელია – ოღონდ დამფინანსებელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.


ასევე არაა რეკომენდებული თანხის გადახდის დადგენილი ვადების გადაცილება, რადგან ამ შემთხვევაში დამფინანსებელი უფლებამოსილია მარტივად – მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე გაყიდოს ან გაასხვისოს უზრუნველყოფაში არსებული ქონება.


სალომბარდე კრედიტის მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მაღალი საპროცენტო განაკვეთი – სწორედ ამიტომაა, რომ ამ ტიპის სესხი გრძელვადიანი არასდროს  არ არის.


მესამე მახასიათებელი ესაა უზრუნველყოფა. სესხის თანხა როგორც წესი შეადგენს უზრუნველყოფაში ჩადებული ნივთის 50%–ს, ძალიან იშვიათად ღირებულების ნახევარზე მეტს. ძირითადად ლომბარდებში ღებულობენ ძვირფას ნივთებს, ელექტრონულ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თუმცა არსებობს სპეციალიზირებული ლომბარდები, სადაც შესაძლებელია ავტომობილების ან ისეთი უძრავი ქონების უზრუნველყოფაში დატოვება, რომელიც ყოველთვის ლიკვიდურია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელ რიგ სპეციალიზირებულ ლომბარდებში შესაძლებელია დატოვოთ მხოლოდ დოკუმენტაცია ავტომობილის ან უძრავი ქონების ფლობაზე, ხოლო რეალურად მისით თქვენ ისარგებლოთ.

 

სალომბარდე კრედიტის მისაღებად არაა საჭირო ყოველთვიური შემოსავლების დადასტურება – საკმარისია მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა და უზრუნველყოფაში დასატოვებელი ნივთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ეს მოითხოვება). დამფინანსებელი თქვენთვის საჭირო თანხას გადმოგცემთ მომენტალურად – უზრუნველყოფის შეფასებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.


სესხის ვადის ამოწურვამდე დამფინანსებელი მთლიანად აგებს პასუხს უზრუნველყოფაში დატოვებულ ქონებაზე.

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4172
1EUR = 2.7114
1GBP = 3.1339
100RUB = 4.2921
1TRY = 0.6776
10CNY = 3.5175

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი