აგრო სესხი


აგრო სესხი წარმოადგენს საკრედიტო პროდუქტს, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით დაკავებულ პირთა დაკრედიტებაზე. საქართველოში სესხის ხანგრძლივობა მოიცავს 1 თვიდან 60 თვეს და უმეტეს შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 500 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი ლარებში.

 

 

  • სესხის მიზნობრიობა მიმართულია შემდეგი საქმიანობების გაფართოებისაკენ: მეურნეობა, სახნავსათესი სავარგულები, ვენახები, ხეხილის ბაღები, ციტრუსოვანთა პლანტაციები.
  • წარმოების ზრდა: ხორცის, თევზის, კვერცხის, თაფლის და  რძის პროდუქტების.
  • მშენებლობა, გაფართოება და კეთილმოწყობა საწარმოო შენობა-ნაგებობების: ფერმების, საწყობების, საამქროების, სათბურების.
  • აგრობიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი მექანიზაციის შეძენა: ტრაქტორები, კომბაინები, მანქანები, მისაბმელები,სარწყავი სისტემები.
  • შეიძინონ გადამამუშავებელი წარმოების მოსაწყობად: თანამედროვე მანქანა-დანადგარები, საწარმოო ხაზები, მოწყობილობები.
  • სამომხმარებლო მიზნების დაფინასება: ავტომანქანის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა,საცხოვრებელი ბინის შეძენა და რემონტი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • კლიენტი ჩართული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში, ან ეწეოდეს შესაბამის მომსახურებას სოფლის მეურნეობის სექტორში, მინიმუმ ბოლო 2 წლის განმავლობაში
  • 17 000  ლარის მაღლა მოითხოვება კრედიტის ქონებით უზრუნველყოფა
  • მოქმედი აგრო ბიზნესიდან ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა

აგრო კრედიტის პირობები:

ვინაიდან აგრო ბიზნესი წარმოადგენს სეზონურ ბიზნესს, კრედიტის დროს შესაძლებელია სეზონური შეღავათების მიღება. აგროკრედიტის დაფარვა შესაძლებელია ყველა მოქნილი გრაფიკით, რადგან კრედიტის დაბრუნება დამოკიდებულია მსესხებლის შემოსავლებზე, შესაბმისად ფერმერი კარნახობს ბანკს კრედიტის დაფარვის გრაფიკს. აგრეთვე, აგროციკლიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ხდება საშეღავათო პრეიოდის განსაზღვრა როგროც სესხის ძირზე, ასევე სესხი პროცენტზე.

აგრო კრედიტზე უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია ვიდრე ჩვეულებრივი ტიპის სესხზე. 

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.4778
1EUR = 2.9746
1GBP = 3.3537
100RUB = 4.2802
1TRY = 0.7135
10CNY = 3.7686

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი

რა არის Finbook ავტოლომბარდი