ონლაინ სესხები


ონლაინ სესხი არის ბაზარზე ახლად გამოჩენლი კრედიტის აღების საშუალება. მომხმარებელს შეუძლია აიღოს სწრაფი სესხი სახლიდან გაუსვლელად მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. მსგავსი ტიპის სესხები არის მაქსიმუმ 1000 ლარამდე  და სესხის აღების პერიოდი მცირეა საბანკო და მიკროსაფინანსო სესხებისგან განსხვავებით.

ქვევით იხილეთ მათი შედარება და აირჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტი:

კომპანიაპროცენტითანხავადამინ. ასაკი 
5-14% 50 - 650 ლარი 1 - 30 დღე 20 წლის სესხის აღება
22% 50 - 1000 ლარი 5 - 30 დღე 21 წლის სესხის აღება
30% 50 - 300 ლარი 1 - 30 დღე 20 წლის სესხის აღება
27% 50 - 1000 ლარი 7 - 31 დღე 21 წლის სესხის აღება

 

   ონლაინ სესხის საშუალებით მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის დახმარებით შეუძლია კრედიტის აღება. კომფორტული სერვისის და მარტივი პროცედურის გამო, ონლაინ სესხები მოთხოვნადი პროდუქტი გახდა. შესაბამისად, ბაზარზე უამრავი ონლაინ მსესხებელი გამოჩნდა. არჩევანი იმდენად დიდია, რომ მომხმარებლისთვის ხშირად რთულია გადაწყვიტოს თუ რომელ კომპანიაში ჯობია ონლაინ სესხის აღება.

   ჩვენ გთავაზობთ უფასო სერვისს - შეადაროთ ონლაინ სესხის პირობები ერთმანეთს; საპროცენტო განაკვეთი, სესხის ვადა, თანხა, მინიმალური ასაკი. ჩვენი სერვისის საშუალებით, თქვენი არჩევანი უფრო გონივრული იქნება. გაიგეთ წინასწარ ონლაინ სესხის პირობები, შეადარეთ ერთმანეთს და ნუ გადაიხდით ზედმეტ თანხას. ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემული ცხრილის საშუალებით, მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები ხდება ონლაინ სესხის პირობები.

  ონლაინ სესხით სარგებლობის პერიოდი მცირეა. ძირითად შემთხვევაში 30 დღემდე. ხოლო თანხის ოდენობა 50-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ასაკობრივი ზღვარი კომპანიების მიხედვით განსხვავებულია. თუმცა ხშირ შემთხვევაში 20-დან 65 წლამდე მერყეობს.  ონლაინ სესხი ძვირი პროდუქტია და სასურველია მომხმარებელმა სესხის თანხა სწრაფად დაფაროს. ონლაინ სესხს ხელფასამდე სესხსაც ეძახიან, ვინაიდან მომხმარებელი მას გადაუდებელი აუცილებლობისას იღებს და ხელფასის აღებისთანავე ფარავს.

  საბანკო სესხებთან შედარებით, ონლაინ სესხის აღება მარტივად ხდება. მომხმარებელი ავსებს სესხის აპლიკაციის ფორმას კომპანიის ვებ-გვერდზე. უთითებს თავის პირად მონაცემებს და ანგარიშის ნომერს, რომელზეც სესხის თანხა დაერიცხება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მომხმარებელი სასურველ თანხას მაქსიმუმ 15 წუთში იღებს. საბანკო სესხებისგან განსხვავებით, ონლაინ სესხის ასაღებად არ არის საჭირო ხელფასის ცნობის წარდგენა, თავდებობა ან კომპანიაში მისვლა.

  ონლაინ სესხის გამცემი კომპანიები სესხის საპროცენტო განაკვეთზე არაფერს ამბობენ. ისინი მხოლოდ საკომისიო თანხის ოდენობას გვამცნობენ, რისი გადახდაც მოგვიწევს სესხის აღების შემთხვევაში. შესაბამისად, მომხმარებლისთვის უცნობი რჩება რამდენ პროცენტად იღებს სესხს. ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია ონლაინ მსესხებლების საპროცენტო განაკვეთის შესახებ. შეადაროთ ისინი ერთმანეთს და აირჩიოთ დაბალპროცენტიანი ონლაინ სესხი.

  ონლაინ მსესხებლები მომხმარებლებს, რომელებიც ვერ ახერხებენ სესხის გადახდას, ონლაინ სესხის გადავადების სერვისსაც სთავაზობენ. თუ ვერ ახერხებთ სესხის დროულად გადახდას, დაუკავშირდით კომპანიას, რათა თავიდან აიცილოთ ჯარიმის გადახდა და საკრედიტო ისტორიის გაფუჭება.

  ჩვენ გირჩევთ კარგად გაეცნოთ სესხის ხელშეკრულებას და პირობებს, სანამ ონლაინ სესხს აიღებდეთ. დაფიქრდით რადენად შეძლებთ სესხის გადახდას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება სესხის აღებაზე. 

შემოგვიერთდით



ვალუტა

1 GEL =

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი