უკან დაბრუნება

საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობამ 934 ლარი შეადგინა - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობამ 934 ლარი შეადგინა - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

  2015 წლის II ნახევარში საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობა გაიზარდა და 934 ლარი შეადგინა. თუკი 2014 წლის II კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 864 ლარი იყო, ახლა ეს ციფრი 934 ლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მეტად მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა ხელფასი გაიზარდა. გაზრდილია საფინანსო სფეროში, ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასიც.

  ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სფეროში, მშენებლობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროშია. 

  ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია და 475 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქალების საშუალო თვიური ანაზღაურება ჩამორჩება მამაკაცების ანაზღაურებას. თუკი ქალთა საშუალო ხელფასი 696 ლარია, მამაკაცების საშუალო ხელფასის რაოდენობა 1138  ლარს შეადგენს. 

შემოგვიერთდით

ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.3987
1EUR = 2.7938
1GBP = 3.1267
100RUB = 4.0042
1TRY = 0.6746
10CNY = 3.5541

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი