უკან დაბრუნება

შეიძლება თუ არა კერძო იპოთეკარიდან სესხის ბანკში გადატანა?

 

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, თუმცა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ეს შესაძლებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ იპოთეკური სესხი კერძო პირთან, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ფიქრი მის გადატანაზე ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში, ვინაიდან ამგვარი სესხი შესაძლებელია სავალალო აღმოჩნდეს თქვენი ფინანსებისათვის შემდეგი მიზეზების გამო:


    • ყოველთვიური პროცენტი იწყება 3% - დან;
    • ფული რომელსაც თქვენ იხდით ყოველთვიურად არ აკლდება ნასესხები თანხის ძირს (გადახდილი პროცენტები ხანდახან აჭარბებს ნასესხებ თანხას);
    • კერძო იპოთეკართან თქვენ ნაკლებად ხართ დაცული (კარგად შეამოწმეთ კონტრაქტის პირობები იურისტთან ერთად);

სანამ გვიანი არ არის დაგეგმეთ სესხის გადატანა და ამ პროცესში გაითვალისწინეთ ჩვენი შემდეგი რჩევები:


1. გადახედეთ თქვენ ფინანსებს – საიდან ახერხებთ ნასესხები თანხის ყოველთვიური პროცენტის გადახდას?

თუ თქვენ არ გაქვთ ხელფასი, დივიდენდი, იჯარა ან სხვა მსგავსი დადასტურებადი შემოსავალი, ნუ იფიქრებთ იმას, რომ თქვენი სესხის ბანკში გადატანა შეუძლებელია.

თუ თქვენ გყავთ ნათესავი რომელიც გიგზავნით ფულს, თქვენ გამოგადგებათ ჩარიცხვები.

თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი კარგად გადახედეთ მის შესაძლებლობებს. დაიმახსვრეთ, რომ მთავარია ქგონდეთ შემოსავალი იქნება ეს დადასტურებადი თუ დაუდასტურებელი.

2. მოემზადეთ თქვენი შემოსავლების სინამდვილის დასამტკიცებლად (გამოიყენეთ ჩარიცხვები, ბიზნესის შემთხვევაში ჩანაწერები და ა.შ);

3. გამოიყენეთ დოკუმენტად უკვე გადახდილი სესხის პროცენტები სადაც გამოჩნდება, რომ თქვენ ნამდვილად იხდით სესხს;

4. შეხედეთ თქვენი სესხის მოცულობას, თუ ის არ აღემატება 30 000$, მაშინ თქვენ უფრო დიდი შანსი გაქვთ სესხის გადატანის;

5. სანამ მიხვალთ რომელიმე ბანკში მოამზადეთ ყველა დოკუმენტი. ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა თან იქონიოთ თქვენი უძრავი ქონების ამონაწერი, იპოთეკარებთან ხელშეკრულებები (დადასტურებული გადახდის გრაფიკით), შემოსავლის წყაროს დასაბუთება;


სესხის გადატანით თქვენ არამარტო გაინახევრებთ ყოველთვიურ გადასახადს, არამედ შეძლებთ ყოველთვიურად დაფაროთ სესხის ძირი.


შემოგვიერთდით

ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.6656
1EUR = 3.0220
1GBP = 3.3613
100RUB = 4.0048
1TRY = 0.4953
10CNY = 3.8646

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი

რა არის Finbook ავტოლომბარდი