უკან დაბრუნება

ლარის ახალი ბანკნოტები 2016 წლიდან გამოვა მიმოქცევაში

ლარის ახალი ბანკნოტები 2016 წლიდან გამოვა მიმოქცევაში

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების განახლებული ბანკნოტები წარმოადგინა. ახალი კუპიურები ბრუნვაში 2016 წლიდან გაეშვება. “ახალი დიზაინის ბანკნოტები მიმოქცევაში გამოვა მომავალი წლიდან და ის მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად. ეს არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯთან. იმიტომ, რომ მომავალ წელს ისედაც იგეგმებოდა გაცვეთილი ძველი ბანკნოტების ამოღება,”- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. განახლებულ კუპიურებზე ძლიერი დამცავი ნიშნები იქნება დატანილი. ასევე, დატანილი იქნება ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. 

 განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით  წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
 

შემოგვიერთდით

ვალუტა

1 GEL =
1USD = 2.5451
1EUR = 3.1058
1GBP = 3.4980
100RUB = 4.5069
1TRY = 0.6657
10CNY = 3.9502

სრულად ნახვა
სესხის კალკულატორი